imedi
მწერებმა პოლიეთილენის გადამუშავება ისწავლეს
ტექნოლოგიები

იტალიელმა და ბრიტანელმა ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ მავნებლებს, რომლებიც თაფლსა და ფუტკრის ფიჭას ჭამენ, შეუძლიათ იმავე მადით პოლიეთილენის პარკი დააგემოვნონ. კვლევას ვრცლად ჟურნალი Current Biology-ი აქვეყნებს.
Galleria mellonella - მავნებელი მწერია, მაგრამ არა ტანსაცმლისთვის, არამედ ფუტკრებისთვის. მისი მუხლუხოები ჭამენ თაფლს, ყვავილის მტვერსა და ფუტკრის ფიჭას.
სკების დასუფთავების დროს, ესპანელი მკვლევარი ფედერიკა ბერტოჩინი მავნებელ მუხლუხოებს პოლიეთილენის პარკში ჰყრიდა და მალევე აღმოაჩინა, რომ „მელონელა“პარკს ღრღნიდა და მისგან თითქმის აღარაფერს ტოვებდა.
ამ მოვლენის შემდეგ, ბერტოჩინიმ და მისმა კემბრიჯელმა კოლეგებმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს. ჩვეულებრივ მაღაზიაში შეძენილი პოლიეთილენის პარკში, ასობით „მელონელა“ ჩაყარეს. 40 წუთში მასზე პირველი ხვრელი გაჩნდა, ხოლო 12 საათის შემდეგ პაკეტის მასამ 92 გრამით (3%-ით) იკლო. ეს სიჩქარე არც თუ ისე სწრაფია, თუმცა იმაზე ჩქარია, ვიდრე ცნობილი ბაქტერიული სისტემა, რომელიც პლასტმასის ბიოდეგრადაციას ახორციელებს.
სპექტროსკოპული კვლევებიც ადასტურებს, რომ მუხლუხო არამხოლოდ ღრღნის, არამედ გადაამუშავებს კიდევ პოლიეთილენს.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ თუ „მელონელას“ ერთი რომელიმე ფერმენტი ანადგურებს პოლიმერს, მისი დადგენა და შესაბამისად, ინდუსტრიულად წარმოებაც შესაძლებელი იქნება. ეს მოხსნის პოლიეთილენის უტილიზაციის პრობლემას, რომელიც მსოფლიოში დღეს გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.





