ცნობილია, რის მიმართ აქვთ ალერგია თბილისელებს
ტექნოლოგიები

კომპანია ACT-Global-ი დაინტერესდა თუ რაზე აქვთ ალერგია თბილისის მცხოვრებლებს.
კვლევის მონაცემებიდან ირკვევა, რომ თბილისელების უმრავლესობა არ არის ალერგიული (75%).
როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მცხოვრებლების 7% ალერგიულია მცენარეების მიმართ. თბილისელების 6%-ს აქვს მტვრის მიმართ ალერგია. მსგავსი წილით გვხვდებიან გარკვეული წამლების მიმართ ალერგიული თბილისელებიც (6%).
კვლევამ აჩვენა, რომ თბილისის მოსახლეობის 3%-ს ზოგირთ საჭმელზე აქვს ალერგია. დედაქალაქის მცხოვრებლებში ყველაზე ნაკლებად არის გავრცელებული ცხოველების მიმართ ალერგია (1%) და ალერგია სასმელებზე (1%).
გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 31 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. კვლევისას პირისპირ ინტერვიუს მეთოდი გამოიყენეს.





