ანი გუმბერიძე
თბილისში კიბერდანაშაულის საკოორდინაციო და პარტნიორული სწავლება მიმდინარეობს
ტექნოლოგიები

ფოტო: ანი გუმბერიძე
საქართველოში კიბერდანაშაულის საკოორდინაციო და პარტნიორული სწავლება მიმდინარეობს. 12 ქვეყნის პროკურატურების საგამოძიებო დანაყოფების, ფინანსური გამოძიებისა და მონიტორინგის სამსახურის წარმადგენლები კიბერდანაშაულის იმიტირებულ სავარჯიშოებს აკეთებენ.
მათ რამდენიმე დავალების შესრულება უწევთ, მათ შორის კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტების ამოცნობა და სავარაუდო დამნაშავეების გამოსავლენად შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოყენება.
12-ვე ქვეყნის წარმომადგენლები საკუთარი ქვეყნის მაგალითზე გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ. პროექტის მთავარი მიზანია კიბერდანაშაულის წინააღმდეგ მიმართული მეთოდების დახვეწა, რათა ქვეყნებმა თავიდან აირიდონ არაკანონიერი ფინანსური გადარიცხვები და სხვა თაღლითური ფინანსური სქემები.
სწავლება 5-დღიანია და პროექტი ევროპის საბჭოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.





