ხელოვნური ინტელექტის სათვალით უსინათლომ „დაინახა“
ტექნოლოგიები
ბრიტანეთის მოქალაქე ალბიონ მარკ ბილტონს, რომელსაც გენეტიკური პიგმენტური ბადურის დისტროფია სჭირს, ხელოვნური ინტელექტის სათვალე გადასცეს, რომელსაც შეუძლია თითქმის ყველაფერი აღიქვას მის ირგვლივ და ამის შესახებ მფლობელს აცნობოს.
ბადურის დისტროფია ხშირად თანდაყოლილია და წარმოადგენს თვალის მემკვიდრეობით დაავადებას. სიმპტომები ვლინდება ახალგაზრდობაში და თანდათანობით უარესდება. ბილტონი უკვე 2002 წლიდან ვეღარაფერს ხედავს. ხელოვნური ინტელექტის სათვალით კი მას შეუძლია გაიგოს, რა ხდება მის ირგვლივ.
სათვალის ალგორითმს შეუძლია აღიქვას ობიექტი, რომლის გააანალიზების შემდეგ მის შესახებ მფლობელს „უყვება“.





