მაგდა სარსევანიძე
თბილისში 48 საათიან ჰაკათონში 3 გამარჯვებული გამოვლინდა
ტექნოლოგიები

Impact Hub Tbilisi-ში 48-საათიანი ჰაკათონი დასრულდა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი.
I ადგილზე გავიდა იდეა სახელწოდებით RehabGlove, რომელმაც ინსულტის სარეაბილიტაციო ხელთათმანის პროტოტიპი შექმნა.
II ადგილი E-Toy - საგანმანათლებლო სათამაშოს იდეამ მოიპოვა;
III ადგილზე მობილური აპლიკაცია BookAR გავიდა, რომელიც ცოდნის ვიზუალიზაციას ემსახურება.
უცხოელმა და ქართველმა ჟიურიმ გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადასცეს: 1-ლი ადგილი 3000 ლარი, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილზე გასულებს 2000-2000 ლარი გადაეცათ.
მონაწილეები 2 დღის განმავლობაში ინოვაციურ პროექტებს ქმნიდნენ. კონკურსში მონაწილეობა პროგრამისტებმა, დიზაინერებმა, მარკეტერებმა და ახალგაზრდა მეწარმეებმა მიიღეს. საერთო ჯამში, ერთ სივრცეში, საკუთარ იდეაზე 70-ზე მეტი ახალგაზრდა მუშაობდა.
ჰაკათონი Garage48-ის ფარგლებში ჩატარდა. Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წელს ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. პროექტის მიზანი მეწარმეობის და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და იმის ჩვენებაა, რომ მოკლე ვადებში შეიძლება იდეა პროტოტიპად იქცეს.





