Wikipedia–მ ერდოღანის გვერდი დაბლოკა
ტექნოლოგიები

Wikipedia–ს რედაქტორებმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გვერდი ერთი კვირით დაბლოკეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ენციკლოპედიაში ერდოღანისადმი მიძღვნილი სტატია უცნობმა შეცვალა და პრეზიდენტს „მისი უდიდებულესობა დიქტატორი რეჯეფ თაიფ ერდოღანი“ უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩასწორება სწრაფად წაშალეს, ხოლო სტატია ერთი კვირით დაბლოკეს, მისი სქრინშოთები სოცქსელებში სწრაფად გავრცელდა.
Someone has changed #Erdogan's title to "dictator" on his Wikipedia page #Turkeyreferendum pic.twitter.com/z0tZ0w96d6
— Francisco Perez (@FranciscoJPGz) April 16, 2017
Deutsche Welle–ს ჟურნალისტების აზრით ცვილების მიზეზი გუშინდელი რეფერენდუმის შედეგები იყო, სადაც ერდოღანმა გამარჯვება მოიპოვა.
ამჟამად, ოფიციალურად დათვლილია ბიულეტენების 99,97 პროცენტი, რომლიდანაც 51,41%–მა კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარი დაუჭირა, ხოლო 48,49% წინააღმდეგი იყო.
საკონსტიტუციო ცვლილებები, საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას ითვალისწინებს.





