16 აპრილი 2017, 21:06
imedi
მსოფლიოში ყველაზე დიდი 680 კგ-იანი რუბიკის კუბი შექმნეს
ტექნოლოგიები
გაზიარება
მიჩიგანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა 680-კილოგრამიანი რუბიკის კუბი შექმნეს. ამის შესახებ Cnet წერს.
კონსტრუქციის პრინციპი ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ზომის რუბიკის კუბის. მისი ერთ-ერთი შემქმნელი 22 წლის რაიან კუნია, რომლის თქმითაც, სტანდარტული ზომის რუბიკის კუბის აწყობას 2 წუთს ანდომებს, ამის აწყობას კი საათზე მეტი სჭირდება.
რუბიკის კუბის შექმნაზე უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი სამი წელი მუშაობდა. ის ალუმინისგანაა დამზადებული. მექანიკური ინჟინერიის პროფესორის ნოელ პერკინსის თქმით, ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი რუბიკის კუბი, რომლის აწყობაც ადამიანს შეუძლია.





