დისლექსიით დაავადებულთათვის სპერმის პირველი ბანკი შეიქმნება
ტექნოლოგიები

მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა ლონდონში, დისლექსიით დაავადებულთათვის, სპეციალური სპერმის ბანკის გახსნის შესახებ განაცხადა. ბანკი 2 მაისს გაიხსნება და მიიღებენ იმ დისლექსიკების სპერმას, რომლის მიღებაზეც ჩვეულებრივი სპერმის ბანკები უარს ამბობდნენ. ამის შესახებ Virgin-ის ოფიციალური გვერდი წერს.
ბრენსონის აზრით, მსგავსი სიტუაცია აბსურდია, რადგანაც ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი, სწორედაც რომ დისლექსიკი იყო. მისი აზრით, დისლექსია პირიქით, ადამიანის იდუმალ გენიალურობაზე მიანიშნებს.
ბანკის შესაქმნელად, თანხები სხვადასხვა მეცნიერებმა, მხატვრებმა, ასტრონავტებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა და მუსიკოსებმა გაიღეს, რომელთაც ეს დიაგნოზი დაუდგინდა. თავად ბრენსონმა, თავისი დისლექსიური სპერმა ჯერ კიდევ 30 წლისამ შეინახა. მის გამოყენაბას შეძლებს ნებისმიერი ქალი - ექნება მას დისლექსია, თუ - არა.
დისლექსია - განისაზღვრება, როგორც დასწავლის უუნარობა. ის პირდაპირ გამოვლინდება წერილობითი ენის სირთულეში, კონკრეტულად კითხვასა და დამარცვლის დროს. დისლექსია გამოწვეულია ტვინის მიერ წერითი და/ან ზეპირი ენის განსხვავებული აღქმით. ის უკავშირდება ნევროლოგიურ სხვაობებს, და არ წარმოადგენს ინტელექტუალურ უუნარობას.





