imedi
შესაძლებელია თუ არა სექსი კოსმოსში
ტექნოლოგიები

კოსმონავტიკის დღესთან დაკავშირებითმ 12 აპრილს, გამოცემა Le Figaro-მ სტატია კოსმოსში გამრავლების საკითხებს მიუძღვნა.
მკვლევარი აღნიშნავს, რომ სხვა პლანეტებზე დასახლების თემა თანდათანობით უფრო რეალური ხდება და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც გამრავლებაა „სასაცილო ნამდვილად არ არის“.
საინფორმაციო საიტ Five Thirty Eight-ზე აღიშნავენ, რომ ამერიკელ კოსმონავტებს კოსმოსში სექსი არ ჰქონიათ, განსხვავებით საბჭოთა კავშირისგან. სამეცნიერო ვებგვერდი Futura-Sciences-ი წერს, რომ 1982-ში სსრკ-მ აღიარა კოსმოსურ სადგურ „Салют-7"-ზე სიყვარულით დაკავების მცდელობა, სვეტლანა სავიცკასა და იქ მყოფ ორი მამაკაციდან ერთ-ერთს შორის. რომელი მათგანი იყო სავიცკას პარტნიორი, ქალი-კოსმონავტი არ აღიარებს.
რადგანაც, დაუშვებელია ადამიანებზე ექსპერიმენტის ჩატარება, მეცნიერებმა კვლევა თაგვებზე, თევზებსა და ამებაზე ჩაატარეს. მთლიანობაში, კავშირის დამყარება, მხოლო 5-მა ჯიშმა შეძლო. „როგორც არ უნდა იყოს, დედამიწის მიზიდულობის ძალის არ არსებობა, აქტს ართულებს და შეუძლებელსაც ხდის“,- აღნიშნავენ სტატიაში.
ფრანგი მკვლევარი ბერტოს თქმით, კოსმოსური სივრცე, ჰორმონების დონეზე აისახება, როგორც კაცებში ასევე ქალებშიც. „გარდა ამისა, უცნობია ემბრიონის განვითარება უწონობის პირობებში. კოსმოსური რადიაცია, რომლისგანაც ჩვენ დედამიწაზე 99%-ით დაცულები ვართ, დნმ-ზე იმოქმედებს და შესაძლოა გენეტიკური ცვლილებები მოახდინოს“.





