imedi
NASA-მ იუპიტერის და სატურნის თანამგზავრები საცხოვრებლად ვარგისად გამოაცხადა
ტექნოლოგიები

ევროპა
ფოტო: NASA
NASA-ს მეცნიერებმა, იუპიტერის თანმგზავრი "ევროპა" და სატურნის თანამგზავრი "ენცელადი" დედამიწის მიღმა ცხოვრებისთვის ვარგის ადგილებად გამოაცხადეს. მათ შორის, ენცელადს სიცოცხლის არსებობისთვის ყველა მთავარი ნიშანწყალი აქვს, - წერს CNN.
NASA -ს რამდენიმე მისია აკვირდებოდა თანმგზავრებს, რომლებმაც "ენცელადის" ყინულოვან ზედაპირზე წყლის ნაკადებში წყალბადის უამრავი მოლეკულა აღმოაჩინეს, ასევე წყლის შელიფი იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე აღმოჩნდა.
ევროპა - იუპიტერის 6 თანამგზავრიდან ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე მსხვილი ოთხ თანამგზვრს შორის შედის. მისი დიამეტრი 3122 კილომეტრია და ზომით ფაქტობრივად მთვარეს უტოლდება.
ენცელადი - სატურნის ზომით მეექვსე თანამგზავრია. მისი დიამეტრი დაახლოებით 500 კილომეტრია. 2014 წელს კვლევებით დადასტურდა, რომ ენცელდზე არსებობს თხევადი წყლის "მიწისქვეშა" ოკეანე. ეს ფაქტი თანამგზავრის მომდევნო შესწავლის საფუძვლად იქცა, როგორც ადგილისა, რომელზეც შეიძლება ყოფილიყო არამიწიერი მიკრორგანიზმები.





