imedi
ქართველი სტუდენტების აპლიკაციამ სკაიპის საუნივერსიტეტო ჰაკათონში გაიმარჯვა
ტექნოლოგიები

გამარჯვებული სტუდენტები
ფოტო: on.ge
ესტონეთში გამართულ 2017 წლის სკაიპის საუნივერსიტეტო ჰაკათონში, რომელიც სკაიპის ესტონეთის ოფისში გაიმართა, ქართველმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
სკაიპის საუნივერსიტეტო ჰაკათონი თითქმის სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
მთავარი პრიზის მფლობელები გიორგი თოფურია, გიორგი გოგიაშვილი და იოანე შარვაძე გახდნენ. სამივე მათგანი ტარტუს უნივერსიტეტის სტუდენტია.
ქართველი სტუდენტების აპლიკაციის იდეას სენტიმენი (SentiMan) ჰქვია.
SentiMan არის საშუალება, რომელიც დაეხმარება ბიზნესს, აღმოაჩინოს პრობლემები და შექმნას სერვისის გაუმჯობესების სტრატეგია სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზის საფუძველზე.
ჰაკათონი პროგრამისტების, დეველოპერების, დიზაინერების, ინჟინრებისა და IT ტექნოლოგიებით დაინტერესებული ან მცოდნე ადამიანების შეჯიბრია.





