imedi
ასტრონომები შავი ხვრელის პირველ სურათს მოიპოვებენ
ტექნოლოგიები

ასტრონომებმა განაცხადეს, რომ ისინი მოახერხებენ ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შავი ხვრელის პირდაპირი ფოტოს გადაღებას. ამის შესახებ გამოცემა Phys.org-ი წერს.
პლანეტის გარშემო დაახლოებით ათი რადიოტელესკოპის Horizon Telescope-ი ქსელია განლაგებული, რომლებიც დასინქრონებულია ყველაზე ზუსტი ატომური საათებით და პირდაპირაა მიმართული ირმის ნახტომის ცენტრისაკენ.
მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ აქ არის ზემასიური შავი ხვრელი, რომელიც მზეს მასით 4 მილიონჯერ აღემატება. მას მშვილდოსანი A* ეწოდება და ირმის ნახტომის ბრუნვის ორბიტის კვების წყაროა.
ეს ტელესკოპების ქსელი გიგანტური გალაქტიკა M87-ის გულსაც შეხედავს, სადაც ბევრად უფრო მასიური შავი ხვრელი მდებარეობს. ისინი ერთად გადაიღებენ მშვილდოსანი A*-ს ყველაზე მაღალი გარჩევადობის ფოტოებს. ამ ობიექტის შესახებ ცნობები ჯერჯერობით მწირეა.
„ეს იქნება კაცობრიობის არსებობის მანძილზე ისტორიული დაკვირვება. (მშვილდოსანი A*-ს) ეს ფოტო, იმ ფოტოების ტოპ ათეულში შევა, რაც კი ოდესმე გადაუღიათ“. - ამბობს გრენტ ტრემბლეი, ასტროფიზიკოსი იელის უნივერსიტეტიდან.





