11 აპრილი 2017, 23:33
imedi
50 Cent-მა კონცერტზე ფანს მუშტი დაარტყა
ტაბლოიდი
გაზიარება
ბალტიმორში გამართულ კონცერტზე, რეპერმა 50 Cent-მა ფანს მუშტი დაარტყა. ვიდეო, რომელზეც აღნიშნული ფაქტი ჩანს, Youtube-ზე აიტვირთა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც რეპერი ფანებისკენ მისასალამებლად დაიხარა. ამ დროს ერთ-ერთმა 50 Cent-ი თავისკენ გადმოქაჩა, მუსიკოსი კი ინერციით სცენიდან გადავარდა. სწორედ ვარდნის პროცესში დაარტყა მუშტი ფანს, რომელიც ქალი აღმოჩნდა.
დანაშაულის გამოსასყიდად, 50 Cent-მა თაყვანისმცემელი სცენაზე აიყვანა, სადაც რეპერთან ერთად იცეკვა.





