10 აპრილი 2017, 19:54
კაცმა გოგოს მობილური მოჰპარა და პოლიციაში გაიქცა
ტაბლოიდი
გაზიარება
ჩინეთის ქალაქ შენჩენში ქუჩის სათვალთვალო კამერამ უცნაური შემთხვევა დააფიქსირა. South China Morning Post-ის ცნობით, 38 წლის კაცმა გოგოს ხელიდან აიფონი გამოსტაცა, რის შემდეგაც პოლიციის შენობისკენ გაიქცა.
ვიდეოში ჩანს, რომ გოგო უკან გაეკიდა, მაგრამ წაიქცა. ამ დროს ქურდმა ქუჩა გადაკვეთა და პირდაპირ პოლიციის შენობაში შევარდა. შემოსასვლელში დაცვის სამსახური სიგარეტს ეწეოდა და როდესაც ქალის ყვირილის ხმა გაიგო, გამოვიდა და დამნაშავე იქვე დააპატიმრა.





