მექსიკაში სააღდგომო ღონისძიებისთვის ქრისტე Avanger-ებთან გააერთიანეს
ტაბლოიდი

მექსიკის კათოლიკური ეკლესია სააღდგომოდ ახალგაზრდების მოსაზიდად, კომიქსის გმირებს იყენებს. ინფორმაციას გამოცემა Gizmodo აქვეყნებს.
პოსტერი კათოლიკური ეკლესიის კედელზეა გაკრული. მის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გადაიღო და ფორუმზე ატვირთა.
პოსტერზე ქრისტესთან ერთად კაპიტან ამერიკა და რკინის კაცი არიან გამოსახულები. სათაურში „Pascua Juvenil“-ის ვკითხულობთ, რაც ახალგაზრდულ აღდგომას ნიშნავს. გარდა ამისა, სურათს ქვემოთ აქვს დამატებითი ტექსტი „Llamados a la misión generamos esperanza” – „მისიების შესრულების მოწოდება, იმედს აღვივებს“.
დაგეგმილი ღონისძიებები, რომლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება 12, 13, 14 და 15 აპრილს გაიმართება.





