10 აპრილი 2017, 21:01
imedi
60 წლის ტერეზა მეი დიაბეტს ფიტნესით ებრძვის
ტაბლოიდი

გაზიარება
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი ფიტნესით დაკავდა. ინფორმაციას გამოცემა The Sun ავრცელებს.
ამ საქმიანობისთვის 60 წლის მეიმ ცნობილი სპორტსმენი, ლი ქარნაბი დაიქირავა. ერთი საათი ვარჯიშისთვის პოლიტიკოსი 45 ფუნტ სტერლინგს იხდის. პრემიერმინისტრი ვარჯიშებს მხოლოდ მაშინ აცდენს, როცა უცხოეთშია.
ცნობილია, რომ ტერეზა მეი დიაბეტით ავადმყოფობს. სპორტული ცხოვრება მას ეხმარება მიხედოს ჯანმრთელობას და ამავდროულად, დარჩეს ფორმაში.





