10 აპრილი 2017, 17:33
imedi
დაღუპული ძაღლის გამო ქალმა 9 მანქანა დაწვა
ტაბლოიდი

გაზიარება
ჩინეთის ქალაქის ჩანჩუნის მცხოვრებმა, სულ მცირე, 9 მანქანა დაწვა მას შემდეგ, რაც ავტომობილი ქალის ძაღლს სასიკვდილოდ დაეჯახა. ინფორმაციას South China Morning Post-ი აქვეყნებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი ამბობს, რომ მის საცხოვრებელ უბანში ძაღლი ერთ-ერთმა თეთრმა მანქანამ გაიტანა.
მედიის გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ყველა დამწვარი მანქანა თეთრია.





