imedi
ლინდსი ლოჰანი პლაჟზე ბურკინით გამოჩნდა
ტაბლოიდი

ლინდსი ლოჰანი
ჰოლივუდის მსახიობი ლინდსი ლოჰანი, ტაილანდის პლაჟზე, ტრადიციული მუსლიმური საცურაო კოსტუმით - ბურკინით გამოჩნდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
Lindsay Lohan wearing a burka-swimsuit in Thailand, part of her upcoming modest fashion line pic.twitter.com/WsVsCerhkv
— bella vita (@drugproblem) April 5, 2017
როგორც Twitter-ზე ბლოგერმა Bella Vita-მ ივარაუდა, ბურკინი მორიდებული ტანსაცმლის ხაზია, რომლის შექმნის შესახებ ლოჰანმა 2017 წლის მარტში განაცხადა.
მსახიობმა თავის Instagram-ზე გამოაქვეყნა ტაილანდური დღეების სხვა ფოტოებიც, სადაც ის ჩვეულებრივ საცურაო კოსტუმშია.
2017 წლის თებერვალში Good Morning Britain-ის ტელეშოუში ლოჰანმა განაცხადა, რომ დაინტერსებულია ისლამით, მაგრამ რელიგიის შეცვლა „ასე უცებ შეუძლებელია“. ამავე თვეს, ცნობილი გახდა, რომ მსახიობს თავსაბურავის გამო ლონდონის აეროპორტში დამატებითი შემოწმების ჩატარება დასჭირდა.





