06 აპრილი 2017, 19:19
Imedi
ჟენევაში ქალებს შიშვლად ცურვის უფლება მისცეს
ტაბლოიდი

გაზიარება
დღეიდან, ჟენევაში ქალებს უკვე შეუძლიათ წელს ზევით შიშვლებმა იცურაონ. ჟენევის ოლქის მმართველებმა კანონში შესაბამისი ცვლილება შეიტანეს. ინფორმაციას Le News ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შესაბამის ორგანოებში მოქალაქეთა პეტიცია შევიდა. პეტიციაზე ხელმომწერების თქმით, კანონი სექსისტური და საკმაოდ ძველია. პეტიციას ხელს 233 ადგილობრივი მცხოვრები აწერს.
კანონი, რომელიც ჟენევის მდინარეებსა და ტბაში ქალებს წელს ზევით შიშვლად ცურვას უკრძალავდა, ჟენევის ოლქში 1929 წელს მიიღეს. ამ ნორმის საფუძველზე პოლიციას ადამიანების დაჯარიმების უფლება ჰქონდა.





