imedi
ბრიტანელი სპორტსმენი 80 დღეში დედამიწის ველოსიპედით შემოვლას გეგმავს
ტაბლოიდი
ბრიტანელი სპორტსმენი მარკ ბიმონტი რეკორდის მოხსნას აპირებს და გეგმავს დედამიწას ველოსიპედით 80 დღეში შემოუაროს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
დღეს არსებული რეკორდი 123 დღეა. მარკ ბიმონტის გეგმა ასეთია: 75 დღე ველოსიპედით გადასაადგილებლად აქვს გათვალისწინებული, 3 დღე თვითმფრინავით ფრენისთვის, ხოლო დარჩენილ დროს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, თუკი ასეთი იარსებებს, გამოიყენებს.
ბიმონტმა პირველი რეკორდი 2008 წელს დაამყარა, როდესაც დედამიწას 195 დღეში შემოუარა. მისი რეკორდი 2015 წელს სპორტსმენმა ენდრიუ ნიკოლსონმა მოხსნა, რომელმაც დედამიწა 123 დღეში მოინახულა.
ბიმონტის გათვლებით, მან დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 386 კილომეტრი უნდა გაიაროს, რათა რეკორდის მოხსნა შეძლოს. ის მოგზაურობის დაწყებას 2 ივლის პარიზიდან გეგმავს. მიმართულება კი ასეთია - პარიზი, პოლონეთი, ლიტვა, რუსეთი, მონღოლეთი, პეკინი. შემდეგ ავსტრალიაში გადაფრინდება, წავა ახალ ზელანდიაში და მერე შტატებში.





