01 აპრილი 2017, 23:17
დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდ ოჯახში მეოცე ბავშვი გაჩნდება
ტაბლოიდი

გაზიარება
თავის სოციალურ ქსელში ბრიტანელი ცოლ-ქმარი აცხადებს, რომ მათ მე-20-ე შვილი გაუჩნდებათ.
41 წლის სიუმ და 46 წლის ნოელ რედფორდმა გამოაქვეყნეს სურათი, სადაც დათვალეს ოჯახში ბიჭებისა და გოგოების რაოდენობა, დაფას კი მიაკრეს ექოსკოპიის სურათი, რაზეც მათი მეოცე შვილია დაფიქსირებული.
პირველად სიუ 14 წლისა დაორსულდა. ახალგაზრდებმა ბავშვის დატოვება გადაწყვიტეს, რადგან თვითონ ისინი საკუთარმა ოჯახებმა ადრეულ ასაკში გააშვილეს. რედფორდები ძირითად შემოსავალს ნოელის საცხობიდან იღებენ. ყოველკვირეული სურსათისთვის დაახლოებით 300 ფუნტ სტერლინგს (დაახ.917 ლარი) ხარჯავენ.





