ჰოლანდიელი ბიჭი ავსტრალიაში მიფრინავდა და კანადაში ჩავიდა
ტაბლოიდი

1.ავსტრალია,სიდნეი 2.კანადა,სიდნეი
ჰოლანდიელი მილან შიპერი ავსტრალიაში გამგზავრებას აპირებდა, მაგრამ ბილეთები შეეშალა და კანადაში ჩაფრინდა. ამის შესახებ 18 წლის ბიჭმა კანადურ რადიოსთან ინტერვიუში ილაპარაკა.
შიპერმა აღიარა, რომ მოგზაურობის წინ ეძებდა იაფიან ბილეთებს და დაინახა, რომ ერთ-ერთ კომპანიას, სიდნეიში ჩასასვლელი ბილეთი, 300 დოლარით იაფი აქვთ.
შიპერმა ბოლომდე არ გაარკვია საბუთები და ავსტრალიის სიდნეის მაგივრად კანადის სიდნეიში ჩაფრინდა. სამწუხაროდ იმავე დღეს ძლიერი შტორმი დაიწყო და თოვლიან კანადაში ბიჭს მხოლოდ თხელი შორტები და ქურთუკი ჰქონდა წამოღებული.
აეროპორტის თანამშრომლებმა ბიჭი სახლში დააბრუნეს, მაგრამ მათი თქმით მსგავსი ინციდენტი ადრეც მომხდარა.





