imedi
100 წლის პენსიონერი ერთი დღით ძველ თანამდებობაზე დააბრუნეს
ტაბლოიდი
100 წლის ბილ ჰანსენს, რომელსაც უსაქმოდ ყოფნა მოსწყინდა, საკუთარ დაბადების დღეზე სამსახურში დაბრუნების უფლება მისცეს. ინფორმაციას NBC-ი ავრცელებს.
3 წლის წინ ჰანსენი, მუშაობდა კომპანიაში, რომელიც გათბობისა და კონდიცირების სისტემის დაყენებზე ზრუნავდა. პენსიაზე გასვლისთანავე ის მიხვდა, რომ უსაქმოდ ყოფნა არ შეეძლო და სამსახურში დაბრუნებაზე ოცნებობდა.
კომპანიის დირექტორმა, 100 წლის ჰანსეს ერთი დღის სამუშაო გრაფიკი შეუდგინა, ხოლო ყოფილი თანამშრომლები ტორტითა და ზეიმით დახვდნენ. დღის ბოლოს მან სიმბოლურად ხელფასი - 1 დოლარი მიიღო.
ჰანსენი აღნიშნავს, რომ ის იღბლიანი კაცია, რადგან არასდროს მუშაობდა იქ, სადაც დილაობით სიარული დაეზარებოდა.





