უფროსმა ჯორჯ ბუშმა ბოლო სიტყვები შვილს უთხრა
ტაბლოიდი

უფროსი ჯორჯ ბუში
ფოტო: Facebook
გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის 41-ე პრეზიდნეტმა შვილს დაურეკა, რომელმაც მას უთხრა რომ ძალიან უყვარს და რომ საუკეთესო მამაა. უფროსმა ბუშმა უმცროსს საპასუხო სიყვარული დაუბრუნა და უთხრა რომ მასაც ძალიან უყვარს. მამა-შვილის ამ საუბრის შესახებ The New York Times-მა დაწერა.
იმავე დღეს უფროსი ბუში მეგობარმა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა მოინახულა. „სად მოვხვდებით ბეიკ“, - ჰკითხა მას ბუშმა. სამოთხეში - უპასუხა ბეიკერმა, რაზედაც ქვეყნის 41-ე პრეზიდენტმა უთხრა, რომ მას ეს ძალიან უნდოდა.
უფროს ჯორჯ ბუშს ტეხასში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე, მეუღლისა და ქალიშვილის გვერდით, დაკრძალავენ. მისი გარდაცვალების გამო, 5 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა, ხოლო აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიალი 6 დეკემბერს გაიმართება.
აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი, უფროსი ჯორჯ ბუში 94 წლისა გარდაიცვალა. ცნობა მამის გარდაცვალების შესახებ მისმა ვაჟმა, აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმა ოჯახის სახელით გაავრცელა.





