imedi
ფოტოზე, ქალი პოლიტიკოსების ფეხებზე აქცენტმა, ბევრი გააღიზიანა
ტაბლოიდი

ნიკოლა სტარჯონი ტერეზა მეი
ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mail-მა პირველ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გამოსახული არიან შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი Nicola Sturgeon და ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი. ფოტოზე აქცენტი ქალების ფეხებზეა გადატანილი, რამაც მომხმარებელი გააღიზიანა, - იუწყება Mashable.
ფოტო, რომელზეც ქალები ქვედაბოლოებში პოზირებენ, ჟურნალისტებმა ასე დაასათაურეს: Forget about Brexit, who won Legs-it (დაივიწყეთ ბრექსიტი, ფეხებმა გაიმარჯვეს). ამით გაზეთი ირიბად მიანიშნებს, რომ ქალი-პოლიტიკოსები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით დისკუსიის დროს ჭკუის გარდა გარეგნობასაც იყენებენ.
იმავე გამოცემაში სტატიაა, რომლის სათაურიც ასეთია: „გუნდის საუკეთესო საშუალება - ეს ფეხებია“. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სტარჯონი და მეი ფეხების დემონსტრირებას საგანგებოდ ახდენენ, რადგან იციან, რომ ოპონენტების დარწმუნებისთვის ამ ხერხის გამოყენებაც შეიძლება. Twitter-ზე Daily Mail-ის გარეკანს და სტატიას დიდი კრიტიკა მოჰყვა, ერთნი დაუფარავ სექსიზმზე ლაპარაკობენ, მეორენი კი, ცდილობენ ხაზი გაუსვან ქალების მიმართ თანამედროვე საზოგადოების დამოკიდებულებას.
ARE YOU.
— Dolly H Alderton (@dollyalderton) March 27, 2017
FUCKING.
KIDDING ME? pic.twitter.com/ieJ8mXjyAg





