imedi
შოტლანდიელები შვილებს დონალდს თითქმის აღარ არქმევენ
ტაბლოიდი

შოტლანდელები თავიანთ შვილებს სახელ დონალდის პრაქტიკულად აღარ არქმევენ. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. სააგენტოს ცნობით, 2016 წელს სახელი დონალდი მხოლოდ შვიდ ახალშობილს დაარქვეს.
2000-2015-მდე ყოველ წელიწადს სულ მცირე 20 დონალდი ჩნდებოდა. 2016 წელს კი სახელმა 442-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. დამკვირვებლები ამ ფაქტს აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას უკავშირებენ. "ტრამპის გამო, სახელის პოპულარობა შემცირდა", - განაცხადა გლაზგოს უნივერსიტეტის ექსპერტმა, კეროლ ჰოუმ.
დონალდ ტრამპის დედა წარმოშობით შოტლანიელია და თავად ტრამპს შოტლანდიაში თავისი გოლფ-კლუბი და რამდენიმე სასტუმრო აქვს.





