27 მარტი 2017, 21:31
imedi
აზერბაიჯანელმა ქორწილში არმისულ სტუმრებს სასამართლოში უჩივლა
ტაბლოიდი

გაზიარება
ახალდაქორწინებული აზერბაიჯანის მოქალაქე, დაპატიჟებულ სტუმრებს, რომლებიც მის ქორწილზე არ მივიდნენ, სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Cebhe.info წერს.
მედიის ცნობით, კაცმა 1,5 ათასი მანათის(2 147 ლარი) ოდენობის საჩივარი 15 ადამიანზე შეიტანა, რადგანაც მათი დაუსწრებლობის გამო, აზერბაიჯანელს თავისი ჯიბიდან მოუწია ადგილებზე ფულის გადახდა. (აზერბაიჯანული ტრადიციით, სტუმრები თავის ანგარიშს ინდივიდუალურად იხდიან).
მოსარჩლე ამტკიცებს, რომ თვითონ ყოველთვის იხდიდა სხვის ქორწილებში თავის კუთვნილ წილს და ამის გამო არაერთხელ ვალებშიც გადავარდნილა.





