imedi
ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი შერიგდნენ
ტაბლოიდი

ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლი
მედიის ცნობით, ბრედი და ანჯელინა ერთმანეთს ხვდებიან და ხშირად საუბრობენ, ამასთანავე აღნიშნავენ, რომ პიტი უფრო თავისუფალი და ბედნიერი გახდა, რადგან დაძაბულობა გაქრა და შვილებსაც უფრო ხშირად ნახულობს, ვიდრე ეს განქორწინების პირველ თვეებში იყო.
ანჯელინა ჯოლიმ განქორწინება გასული წლის 19 სექტემბერს მოითხოვა. არაოფიციალური ინფორმაციით, ამის მიზეზი იყო ინციდენტი, რომლის დროსაც თითქოს ბრედ პიტმა ერთ-ერთ შვილს დაარტყა, თუმცა ბავშვთა უფლებების დაცვის დეპარტამენტმა ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ მოიპოვა.
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2005 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ, ოფიციალურად კი 2014 წელს დაქორწინდნენ.





