ოჰაიოში ტვინის კიბოთი დაავადებული 2 წლის პაციენტის გამო შობა ნაადრევად იზეიმეს
ტაბლოიდი

ბროდი ალენი
ფოტო: CBS NEWS
აშშ-ში, შტატ ოჰაიოს ქალაქ ცინცინატში შობა-ახალი წელი სტანდარტულზე რამდენიმე თვით ადრე დადგა. შობა-ახალი წელი ორი წლის ბროდი ალენისთვის "მოიყვანეს", რომელსაც ექიმება ტვინის იშვიათი სახეობის კიბო დაუდგინეს. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
ათასობით ადამიანმა ორი წლის ბიჭისთვის სახლები გირლიანდებით მორთო, ქალაქში სანტა-კლაუსი და ელფებიც გამოჩნდნენ.
გასულ თვეს, ბროდი ალენის მშობლებმა შეიტყვეს, რომ მის შვილს ორი თვის სიცოცხლე ჰქონდა მხოლოდ დარჩენილი. ექიმების თქმით, რადიაციული დასხივებით მკურნალობას ბავშვი მცირე ასაკის გამო ვერ გაუძლებდა. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ შვილის გამო შობა-ახალი წელი ნაადრევად ეზეიმათ და Facebook-ზე პოსტი დაწერეს. პოსტში ისინი მეზობლებსა და ადგილობრივ კომუნას ღონისძიების ორგანიზებაში დახმარებას სთხოვდნენ.
მთელმა ქალაქმა გადაწყვიტა, რომ ორი წლის ბროდი ალენისთვის, სახლები საახლწლოდ გაეფორმებინა. ღონისძიება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. მალე ორი წლის ბროდმა საშობაო მისალოცი ბარათები მთელი ქვეყნიდან მიიღო.





