15 მარტი 2017, 10:02
ბენ აფლეკი ალკოჰოლიზმს ებრძვის
ტაბლოიდი

ბენ აფლეკი
გაზიარება
ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ბენ აფლეკმა აღიარა, რომ გაიარა სპეციალური კურსი, რათა თავი დააღწიოს ალკოჰოლიზმს.
"დავასრულე სამკურნალო კურსი, ეს ის არის, რასაც წარსულშიც ვებრძოდი და ყოველთვის წინ აღვუდგები, მინდა ჩემი ცხოვრება სრულყოფილად გავატარო, მინდა ვიყო საუკეთესო მამა", - განაცხადა მსახიობმა Facebook-ზე.
ბენ აფლეკმა მადლობა გადაუხადა თავის ცოლს, მეგობრებსა და ახლობლებს მხარდაჭერისთვის.
მსახიობი 2001 წელსაც ებრძოდა ალკოჰოლურ დამოკიდებულებას.





