ძალადობის მსხვერპლი ქალებისადმი სტერეოტიპული კითხვები კაცს დაუსვეს. ვიდეო
ტაბლოიდი

მსახიობმა ტრეისი ულმანმა BBC-ზე იუმორისტულ შოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც ძალადობის მსხვერპლ ქალებისადმი დასმულ სტერეოტიპულ კითხვებს დასცინა.
იუმორისტული სკეტჩი Facebook-ზე აიტვირთა და უკვე 18 მილიონი ნახვა აქვს.
ვიდეოში კაცი ჰყვება, რომ მას, ცივი იარაღით თავს დაესხნენ, მაგრამ ქალს აინტერესებს მხოლოდ ის, თუ რა ეცვა იმ მომენტში მამაკაცს და როგორ იქცეოდა. კითხვის დამსმელი კი ბოლოს გადაწყვეტს, რომ როგორც ჩანს, კაცის გერეგნობა გახდა თავდასხმის მთავარი მიზეზი.
„შეიძლება შეაშინეთ თავდამსხმელი და არასწორ სიგნალებს უგზავნიდით? გვერდით ლამაზი კოსტუმით ჩაუარეთ და როდესაც მოგიახლოვდათ, უცაბედად უთხარით, რომ არ გინდათ გაექურდეთ?“ - დამცინავად ეკითხება ქალი დაზარალებულს.





