14 მარტი 2017, 20:38
imedi
იაპონელი პატარძლები ხის ფალოსზე გაასეირნეს
ტაბლოიდი
გაზიარება
იაპონიის ქალაქ ნაგაოკაში ჰოდარეს ტრადიციული ფესტივალი ჩატარდა, რომლის დროსაც ქუჩაში გიგანტურ ხის ფალოსს დაატარებენ. ვიდეოს ავრცელებს გამოცემა Ruptly.
ფესტივალი ყოველი წლის მარტის მეორე კვირას ტარდება. 2-მეტრიანი ფალოსი, რომელიც 600 კილოგრამს იწონის, ნაყოფიერების და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა.
როგორც წესი, მასზე უახლოეს წელს გათხოვილ ქალებს სვამენ, რომლებსაც სჯერათ, რომ ეს ტრადიცია ოჯახს უფრო გააძლიერებს და ქალს მალე დააფეხმძიმებს.





