imedi
თეთრი სახლის პრესსპიკერი მაღაზიაში გალანძღეს
ტაბლოიდი

შონ სპაისერი
თეთრი სახლის პრესსპიკერი შონ სპაისერი ვაშინგტონში, მაღაზია Apple Store-ში შევიდა, სადაც ის ინდური წარმოშობის ამერიკელმა ქალმა იცნო და გალანძღა, - წერს New York Daily News.
33 წლის შრი ჩაუჰანმა პოლიტიკოსი დაინახა თუ არა, მას შეკითხვების დასმა დაუწყო და თან ტელეფონით ქსელში მაუწყებლობდა. ვიდეოს ასობით ათასი ნახვა აქვს.
კერძოდ, სპაისერს მან ჰკითხა "როგორ გრძნობს ის თავს, როდესაც ქვეყანას ანგრევს", ასევე, როგორია "ფაშისტის სამსახურში ყოფნა", "ეხმარებოდა თუ არა ის რუსებს" და "არის თუ არა ის კრიმინალი".
სპაისერმა შეკითხვების უმრავლესობას პასუხი არ გასცა, მხოლოდ თქვა, რომ "ამერიკა იმდენად დიდი ქვეყანაა, რომ თქვენ აქ ყოფნის უფლებას გაძლევთ".
მოგვიანებით, ქალმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსთან კორექტულად არ მოიქცა, თუმცა სპაისერის რეპლიკა რასისტული იყო.
Asking @PressSec questions in Apple Store since he doesn't like the press. https://t.co/l493z2gG4x
— Shree ✊🏾❤️🇺🇸 (@shreec) March 11, 2017





