imedi
დინამოზე, რაგბის თამაშის შესვენებაზე ბიჭმა გოგოს ხელი სთხოვა
ტაბლოიდი

საქართველო-რუსეთს შორის "რაგბი ევროპის" ტურნირის ბოლოსწინა, მეოთხე შეხვედრის პირველი ტაიმის შესვენებაზე, ბიჭმა გოგოს ხელი საჯაროდ სთხოვა.
რაც შეეხება თამაშს, გიორგი კოშაძემ პირველი ლელო დადო, გარდასახვა კი მერაბ კვირიკაშვილმა განახორციელა.
მეორე ლელო საკუთარ ანგარიშზე ვასილ ლობჟანიძემ ჩაიწერა, გარდასახვა მერაბ კვირიკაშვილმა წარმატებით განახორციელა და ანგარიში 14:0 გახდა საქართველოს სასარგებლოდ.
პირველი ტაიმის დასასრულს, რუსებმა ჯარიმა ვერ შეასრულეს და ანგარიში უცვლელი დარჩა.
საქართველო-რუსეთი ერთმანეთს აქამდე 20-ჯერ შეხვდნენ. აქედან "ბორჯღალოსნების" ანგარიშზე 18 მოგება, ერთი წაგება და ერთი ფრეა. "ბორჯღალოსნები" "დათვებს" ბოლოს შარშანწინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდნენ და თამაში 33:0 მოიგეს.
ხოლო რაც შეეხება რუსეთს, ის 4 ქულით ბოლოსწინა მეხუთე ადგილზეა.





