15 ივლისი 2018, 22:59
ბათუმის აეროპორტში ბავშვი დაიბადა
ტაბლოიდი

ფოტო: ბათუმის აეროპორტი
გაზიარება
ურალის ავიახაზების მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, გაფრენის დარბაზში ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აეროპორტი ავრცელებს.
მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. ექიმს TAV-ის პერსონალი ეხმარებოდა. ახალშობილი ბიჭი და დედა თავს კარგად გრძნობენ.





