24 ნოემბერი 2026, 12:34
მხატვარმა თავისუფლების ქანდაკება 43,5 წამში დახატა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
ტაბლოიდი

ფოტო: Facebook
გაზიარება
მხატვარი დევიდ გარიბალდი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა მას შემდეგ, რაც თავისუფლების ქანდაკების გამოსახულებით ნახატი 43,5 წამში შექმნა. მხატვარი ნიუ-იორკში, ცნობილ ძეგლზე პირდაპირი ხედის მქონე მოედანზე მუშაობდა.
„მინდოდა, ახალი თამასა დამეწესებინა საკუთარი თავისთვის და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მთელი მსოფლიოსთვის. იმედი მაქვს, ვინმეს შთააგონებს და ის იტყვის: „მეც ვცდი“. ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ რეკორდის მოხსნაც რომ ვერ შეძლო, ამ პროცესში მაინც უფრო დახვეწილად დაეუფლები შენს საქმეს“, - განაცხადა გარიბალდიმ.





