09 მარტი 2017, 18:52
imedi
10 წლის ბიჭმა პაპის საპენსიო დანაზოგი კლასელებს დაურიგა
ტაბლოიდი

გაზიარება
10 წლის ესპანელმა ბიჭმა კლასელებს 10 ათასი ევრო დაურიგა, რომელსაც ბავშვის პაპა წამლებისთვის ინახავდა. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
სკოლაში, გაკვეთილებს შორის გამოცხადებული შესვენების დროს, მასწავლებელმა შენიშნა, რომ რამდენიმე მოსწავლეს 100 ევროს კუპიურა ჰქონდა. ბავშვებმა მასწავლებელს უთხრეს, რომ ფული თანაკლასელმა მისცათ. ბიჭმა ყველაფერი აღიარა.
მასწავლებლებმა გულუხვი ბავშვის თანაკლასელების მშობლებს თანხის დაბრუნება სთხოვეს.
როგორც ირკვევა, მათ შეძლეს თანხის დიდი ნაწილის მოგროვება, ნაწილი კი ბავშვებს უკვე დახარჯული ჰქონდათ.





