09 მარტი 2017, 14:26
ია შათირიშვილი
სკარლეტ იოჰანსონს მეუღლე განქორწინების განცხადების გამოტანას სთხოვს
ტაბლოიდი
გაზიარება
სკარლეტ იოჰანსონს მეუღლე რომენ დორიაკი განქორწინების შესახებ განცხადების გამოტანას სთხოვს. ფრანგული წარმომავლობის ჟურნალისტი მოტივად 2 წლის შვილის ინტერესებს ასახელებს.
ცნობას ამის შესახებ პოპულარული ჟურნალი People აქვეყნებს. დორიაკმა მწუხარება გამოთქვა იმის გამოც, რომ ოჯახში არსებული უთანხმოების შესახებ საჯაროდ განაცხადა. განქორწინების შესახებ სკარლეტ იოჰანსონის გადაწყვეტილება ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.





