09 მარტი 2017, 12:43
ია შათირიშვილი
პლედის გამო თვითმფრინავი აეროპორტში დაბრუნდა
ტაბლოიდი

გაზიარება
ლას-ვეგასიდან ჰონოლულუს მიმართულებით გაფრენილი თვითმფრინავი მგზავრის გამო უკან დააბრუნეს, - იუწყება უცხოური მედია.
ინციდენტი ჰავაის ავიახაზების კუთვნილ ლაინერში მოხდა. მიზეზი კი პლედი გახდა. მგზავრმა მის სანაცვლოდ 12 დოლარის გადახდა გააპროტესტა. მან ლაინერში სკანდალი მოაწყო და ავიაკომპანიის ხელმძღვანელობასთან დაუყოვნებლივ დაკავშირება მოითხოვა. ლაინერი ლას-ვეგასში დაბრუნდა, სკანდალის ავტორი კი მოგვიანებით ჰავაის კუნძულებზე სხვა რეისით გაემგზავრა.





