უიშვიათესი ჯიშის ნისკარტა ვეშაპები ვიდეოზე დააფიქსირეს
ტაბლოიდი
ბიოლოგებმა უიშვიათესი ჯიშის ნისკარტიანი ვეშაპები ვიდეოზე დააფიქსირეს. ინფორმაციას ჟურნალი PeerJ ავრცელებს.
ვეშაპთა ამ სახეობის არსებობაში უკვე ბევრ ბიოლოგს ეპარებოდა ეჭვი.
ე.წ. ნისკარტიანი ვეშაპები (Mesoplodon mirus) პირველად 1913 წელს ამერიკელმა ზოოლოგმა ფრედერიკო ტრუმ მოგზაურობის დროს აღმოაჩინა. ისინი ატლანტიკის ოკეანის ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში ბინადრობენ. მათი სიგრძე 3.5-იდან 5 მეტრამდეა. სხვა ვეშაპებისგან იმით გამოირჩევიან, რომ მათ მახვილი ნისკარტი და ორი კბილი აქვთ.
1980-იან წლებში ბიოლოგებში გაჩნდა ეჭვი, რომ ნისკარტა ვეშაპები არ არსებულან ან ვეშაპთა ორ სხვადასხვა ოჯახს განეკუთვნებიან. ეს მოსაზრება იმით იყო გამოწვეული, რომ მათ შესახებ დაგროვებული ცნობების მიხედვით, ნისკარტა ვეშაპები ორ, ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ არეალებში ბინადრობენ და მათი ფოტო-ვიდეო კადრებზე აღბეჭდვა ვერასდროს შესძლეს.
ზოოლოგების თქმით, ვეშაპთა ეს ჯიში ბიოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე შეუსწავლელია და ისინი იშვიათ სახეობას განეკუთვნებიან.





