08 მარტი 2017, 00:39
imedi
იტალიელმა შეყვარებულისთვის თირკმელი გაიღო
ტაბლოიდი

გაზიარება
იტალიური გამოცემის ცნობით, 8 მარტის წინა ღამეს 48 წლის იტალიელ ქალს, მისმა 52 წლის პარტნიორმა თირკმელი გადაუნერგა.
პაციენტს თირკმლის გენეტიკური დაავადება, პოლიკისტოზი ჰქონდა. დონორის ძებნა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ, ქალის შეყვარებულმა გადაწყვიტა საკუთარი თირკმელი გაეღო და ქალს დიალიზი (სისხლის გასაწმენდი სპეციალური აპარატი) აღარ დასჭირდა.
8 მარტს წყვილი კლინიკაში შეხვდება. ექიმების თქმით, ეს ნაბიჯი ნამდვილი სიყვარულის გამოვლინება იყო.





