პუტინმა წითელ მოედანზე ფეხბურთი ითამაშა. ვიდეო
ტაბლოიდი
რუსეთის პრეზიდენტმა საფეხბურთო მოედანი მოინახულა, რომელიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით წითელ მოედანზე მოეწყო. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ვლადიმერ პუტინი იქ FIFA-ს პრეზიდენტთან ჯანი ინფანტინოსთან ერთად მივიდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ფეხბურთი ითამაშა.
რუსეთის პრეზიდენტს წითელ მოედანზე ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები დახვდნენ, როგორებიც არიან რონალდო, კარლეს პუიოლი და ლოთარ მათეუსი.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო და 15 ივლისამდე გასტანს.
საფეხბურთო მატჩების განრიგს და ანგარიშების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ ერთ გვერდზე.





