ცნობილია კაცი, რომელიც მის მსოფლიო პრიანკა ჩოპრას რჩეულია
ტაბლოიდი

პრიანკა ჩოპრა
ფოტო: facebook
ცნობილია კაცი, რომელიც მის მსოფლიო პრიანკა ჩოპრას რჩეულია. როგორც გაირკვა, ინდოელ მსახიობს რომანი ნიკ ჯონასთან აქვს. ამის შესახებ cosmopolitan-ი წერს.
ამჟამად პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი გოას თეთრი ქვიშის სანაპიროზე ისვენებენ. პრიანკამ თავისი ძმისა და ნიკის ფოტო დადო წარწერით „ჩემი ფავორიტი კაცები“.
ნიკი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და მუსიკალური პროდიუსერია. თეატრში თამაში ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში დაიწყო, პირველი სინგლი კი 2002 წელს გამოუშა.
პრიანკა ჩოპრა ინდოელი მსახიობი, მომღერალი და ფოტომოდელია. ის ასევე მის მსოფლიო 2000-ის გამარჯვებულია. 2015 წლიდან თამაშობს მთავარ როლს ამერიკულ სერიალში კუანტიკო. არის Filmfare Awards-ისა და სხვა კინემატოგრაფიაში არსებული ჯილდოების მფლობელი. 2016 წელს მიიღო ინდოეთის სახელმწიფო ჯილდო პადმა შრი.





