06 მარტი 2017, 22:02
პაატა კუპატაძე
ჟირინოვსკის მარსზე მოგზაურობა სურს
ტაბლოიდი

ვლადიმერ ჟირინოვსკი
გაზიარება
რუსეთის ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის (ლდპრ) ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, კოსმოსში მოგზაურობაზე უარს არ იტყოდა. ამის შესახებ მან სახელმწიფო დუმაში მოწყობილ გამოფენაზე სტუმრობისას განაცხადა, რომელიც პირველი კოსმონავტი ქალის, ვალენტინა ტერეშკოვას 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.
„მზად ვარ გავხდე პირველი კოსმონავტი დეპუტატი და მარსზე გავემგზავრო, მხოლოდ VIP-ზონაში", - აღნიშნა ჟირინოვსკიმ.





