მანქანა, რომელშიც Notorius B.I.G მოკლეს აუქციონზე გაიყიდება
ტაბლოიდი

Notorius B.I.G
მანქანა, რომელშიც 1997 წელს რეპერი The Notorius B.I.G მოკლეს, აუქციონზე გაიტანეს. მანქანის საწყისი ფასი 1.5 მილიონი დოლარია. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ამერიკის რეპერების West Side ჯგუფის ლიდერი Notorius B.I.G-ი, 24 წლის ასაკში, უცნობმა პირმა, ლოს ანჯელესში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობის დროს, რეპერი 1997 წელს გამოშვებულ GMC Suburban-ში იჯდა.
რეპერის ავტომობილი, მისი გარდაცვალების წელსვე გაიყიდა. მყიდველი ქალი იყო, რომელმაც მანქანის ისტორიის შესახებ არაფერი იცოდა. 2005 წელს კი პოლიციამ მანქანის ტყვიით დაზიანებული კარი, როგორც სამხილი, მფლობელს ჩამოართვა, მის ნაცვლად კი ახალი დაუყენა.
რამდენიმე კვირის წინ, მანქანა, რომელშიც თუფაქი მოკლეს, აუქციონზე 1.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.





