რობოტს პორნოგრაფიის უწყვეტად ყურება აიძულეს
ტაბლოიდი

პროგრამისტმა და გამომგონებელმა ბრაიან მურმა ხელოვნური ინტელექტის ბოტი შექმნა, რომელიც კომპიუტერული მხედველობით აკვირდება PornHub-ის ვიდეოებს. უცნაურ გამოგონებაზე გამოცემა The Next Web-ი წერს.
მურმა თავისი გამოგონება „დებილური ჰაკატონის“ ფარგლებში წარადგინა, სადაც პროგრამისტები ერთმანეთს უცნაურ და უსარგებლო ტექნოლოგიებს აცნობენ. ბოტი კომპიუტერულ მხედველობას Microsoft-ისგან იყენებს და კადრებს წერილობით აღწერს.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნურ ინტელექტს მანამდე პორნოგრაფია არასდროს უნახავს, ამიტომ მოქმედებების მისებური ინტერპრეტაცია ძალიან ხშირად სინამდვილეს არ შეესაბამება.
მურმა თავის ბოტს Twitter-ზე გვერდიც შეუქმნა, სადაც ის ავტომატურად პოსტავს ნანახ ვიდეოებს.





