06 მარტი 2017, 02:40
2 ელექტროშოკის და 30 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნის შემდეგ კაცი გადარჩა
ტაბლოიდი
გაზიარება
ადამიანი, რომელმაც ელექტროგადამცემ ბოძზე მუშაობისას ორი ელექტროშოკი მიიღო და 30 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა, ცოცხალი გადარჩა. ფაქტი Youtube-ზე მომხმარებელმა ატვირთა.
უცნობია დაშავებული ადამიანის ვინაობა და შემთხვევის ადგილი. ვიდეოზე ჩანს, რომ დაშავებულს მხოლოდ სუნთქვა უჭირს და სხეულის ნაწილი დამწვარი აქვს.





