imedi
One Direction-ის სოლისტი პაპარაცთან ჩხუბისთვის დააკავეს
ტაბლოიდი

ლუი თომლინსონი
ჯგუფ One Direction-ის ვოკალისტი ლუის თომლინსონი პაპარაც ფოტოგრაფთან ჩხუბის გამო დააკავეს. ინფორმაციას გამოცემა People ავრცელებს.
შემთხვევა ლოს-ანჯელესის აეროპორტში მოხდა. როგორც ირკვევა, მომღერალი მეგობარ გოგოსთან, ელეონორ კოლდერთან ერთად იყო აეროპორტში, რა დროსაც მათ პაპარაცები შემოეხვივნენ. ამ დროს ერთ-ერთი ფოტოგრაფი წაიქცა. ლოს-ანჯელესის პოლიციის თქმით, მას ხელი ლუისმა ჰკრა.
ვოკალისტის ადვოკატის განცხადებით, სიტუაციის პროვოცირება პაპარაცებმა მოახდინეს, როდესაც ლუის მეგობარ გოგოს გადაადგილების საშუალება არ მისცეს და ფოტოების გადასაღებად "თავს დაესხნენ".
რამდენიმესაათიანი პატიმრობის შემდეგ, ლუის თომლინსონი გაათავისუფლეს, თუმცა 29 მარტს ის სასამართლოს წინაშე წარდგება.
ჯგუფი One Direction 2010 წელს ინგლისში დაარსდა.





