imedi
სარა ჯესიკა პარკერმა აშშ-ის გენპროკურორის და რუსეთის ელჩის კავშირებზე იხუმრა
ტაბლოიდი

სარა ჯესიკა პარკერი
ამერიკელმა მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა, აშშ-ის გენპროკურორის ჯოზეფ სეშნსის და რუსეთის ელჩის სერგეი კისლიაკის, საიდუმლო კავშირებთან დაკავშირებით, თავის Instagram -ზე მემი გამოაქვეყნა, რომელშიც პარკერის მიერ შესრულებული Sex and the City-ის პერსონაჟი ქერი ბრედშოუ ამბობს: „არ შემიძლია ამაზე არ ვიფიქრო... ნუთუ რუსეთის ელჩი ყველას ხვდებოდა, ჩემ გარდა?“
მსახიობმა პოსტს დაუმატა, რომ აუცილებლად უნდა გაეზიარებინა ეს და მემის შემქმნელის მადლიერია.
Washington Post-ის ინფორმაციით, შარშან, ჯოზეფ სეშნსი რუსეთის ელჩს აშშ-ში კისლიაკს ორჯერ ელაპარაკა. გაზეთი იუსტიციის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის კონგრესში, სეშნსის კანდიდატურის განხილვისას, მას ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა კონტაქტი რუსეთის წარმომადგენლებთან, რაზეც მან უარყოფითად უპასუხა და კონგრესს დაუმალა კისლიაკთან კავშირის შესახებ.





