04 მარტი 2017, 18:58
პაატა კუპატაძე
აფრიკელმა ფანებმა ფსონად ცოლები დადეს
ტაბლოიდი

გაზიარება
როგორც Fox Sport იტყობინება, ტანზანიელმა ფეხბურთის გულშემატკივრებმა აზარტულობის რეკორდი მოხსნეს. მოწინააღმდეგე გუნდების "სიმბასა" და "იანგის" გულშემატკივრები მატჩის შედეგზე დანიძლავდნენ. ფსონად მათ ცოლები დადეს.
შეხვედრა "სიმბას" გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც "იანგის" ფანს საკუთარი ცოლი მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრისთვის უნდა გადაელოცა, თუმცა, როგორც გამოცემა იუწყება, მან ცოლის დაკარგვა არ ისურვა და მოგებულს წაგებულ ცოლში სოლიდური თანხა გადაუხადა.





